მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქვს თუ არა ქართულ კენკრას საექსპორტო პოტენციალი? - ასოციაცია გამოწვევებზე საუბრობს

628bc6eb63458
თამთა ჯიჯავაძე
23.05.22 23:37
981
ქართული კენკრა წელს, სავარაუდოდ, ისრაელში გაიყიდება. როგორც გადაცემა „საქმის კურსში“ კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა ელისო ღვინიაშვილმა განაცხადა, სიტყვიერი შეთანხმება პოტენციურ მყიდველებთან უკვე შედგა და იმედი გაჩნდა, რომ ქართული კენკრის ექსპორტი ისრაელში დაიწყება.

ელისო ღვინიაშვილმა კენკრის წარმოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროდუქტის ხარისხი არ არის ისეთი, როგორსაც მაგალითად ევროპის ბაზარზე ითხოვენ.

„კენკრა რთული საწარმოებელი პროდუქტი და მალფუჭებადია. მოთხოვნა არის ხარისხიან პროდუქტზე. შარშანაც ექსპორტზე გატანის მსურველები იყვნენ, თუმცა ჩვენ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება ვერ შევძელით. ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. კენკრის ბაღები სარწყავით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ასევე, მართული უნდა იყოს პესტიციდების გამოყენება, მნიშვნელოვანია კრეფის დროს სანიტარული პირობების დაცვაც. გარდა ამისა, ერთი ლებანიც კი დაზიანებული რომ იყოს, უკვე პრობლემაა. ამ კუთხით საჭიროა მკრეფავების კვალიფიკაციაც“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, ქართული კენკრის ხარისხიდან გამომდინარე ნედლი სახით კენკრის გასაღების ბაზარი დღეს თეორიულად, ძირითადად რუსეთია. თუმცა როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რუსულ ბაზარზე დამოკიდებული ვერ ვიქნებით.

„თავიდანვე, როდესაც ბაღების გაშენება დავიწყეთ, და "დანერგე მომავლიდანაც" აქტიური აგიტაცია დაიწყო, აქცენტი გაკეთებული იყო ევროპულ ბაზარზე, რაც სწორი იყო. მაგრამ სამწუხაროდ, რეალობაში ეს ასე არ გამოვიდა. ჩვენ მაინც რუსულ ბაზარზე გავხდით დამოკიდებული. ჩვენ გვინდა ევროპის ბაზარზე გასვლა, ასე ფერმერი მაღალ ანაზღაურებასაც მიიღებს. თუმცა იქ აუცილებელია სერტიფიკატები. ამისათვის კი ბაღების მართვისას სანიტარული ნორმები ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. ძალიან მაღალი სტანდარტებია, რომლის დაცვაც მხოლოდ ფერმერზე არაა დამოკიდებული“, - განაცხადა კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელმა.