მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქვს თუ არა ქართულ მაყვალს ექსპორტზე გასვლის პერსპექტივა?

60dd720bc1f28
თათია კაკიაშვილი
01.07.21 22:30
956

„ადრეული მაყვლის ფასმა 1 კგ-ზე 20 ლარიდან 5 ლარამდე იკლო, მიზეზი - სეტყვა და გვალვაა“, - ამის შესახებ BMG-ის საქართველოში კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა იზოლდა ქიტესაშვილმა განუცხადა.

საქართველოში სულ რამდენიმე კვირაში მაყვლის სეზონი იწყება, თუმცა ბაზარზე კენკრის ადრეული ჯიშები უკვე ხელმისაწვდომია. ამ ეტაპზე მაყვალზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა მიწოდება - სუსტი. როგორც წესი, ამ პერიოდში კენკრის ფასი მაღალია ხოლმე, რომელიც ივლისში, კენკრის პიკურ სეზონზე იკლებს, თუმცა წელს ფერმერებს რთული სიტუაცია აქვთ.

„წელს პირველი მოსავალი მაისის ბოლოს უკვე ავიღეთ. შემდეგ ეტაპზე კენკრა ივნისის შუა რიცხვებიდან უნდა დავკრიფოთ. 1 კგ ადრეული მაყვლის ფასი იყო 20 ლ, შემდეგ - 15ლ. სტაბილურად 15 ლარად ვყიდდით, მაგრამ სეტყვის გამო ჩვენ დავზარალდით. ზოგადად, ადრეული მაყვალი საკმაოდ მომგებიანი ჯიშია, თითეული მარცვალი დაახლოებით 15-20 გრამს შეადგენს და მოთხოვნადია”, - განაცხადა საქართველოში კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა იზოლდა ქიტესაშვილმა.

ფერმერები აღიარებენ, რომ მომგებიანობის თვალსაზრისით, ადრეული ჯიშის მაყვალი საკმაოდ მიმზიდველია. თუმცა, წელს სეტყვამ და მომატებულმა სიცხემ მოსავალი პრაქტიკულად გაანადგურა.

„გვალვის და სეტყვის ფაქტორი ნამდვილად ძალიან თვალსაჩინოა. ზოგადად, კახეთში სუსტი სეტყვაც კი ნაყოფს ადვილად აზიანებს და თუ ნაყოფში ერთი პატარა წერტილი მაინც არის დაზიანებული, ის უკვე დანარჩენს აფუჭებს და მთლიანად ხარისხი გვიფუჭდება, რაც ექსპორტზე უარყოფითად მოქმედებს”, - განაცხადა მაყვლის მწარმოებელმა, ელისო ღვინიაშვილმა.

უნდა ითქვას ისიც, რომ წელს ქართული მაყვლით ახალი - აზიის ბაზრებიც დაინტერესდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ფერმერებს კენკრის საღი მარცვლების ზუსტი ოდენობის დასახელება უჭირთ, ამბობენ, რომ მაყვალი წელს ექსპორტზე ან საერთოდ ვერ, ან მცირე რაოდენობით გავა.