მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქვს თუ არა "სოკარს" ინტერესი საქართველოში გაზსაცავის მშენებლობის მიმართ?

5e60edb1b1824
ვიქტორია მღებრიშვილი
05.03.20 18:25
1634
გაზსაცავის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, თუ ის აშენდება ის გააუმჯობესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთოხებას, - ასე აფასებს „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორი აზერ მამმადოვი საქართველოში გაზსაცავის არსებობის მნიშვნელობას.

მისი თქმით, „სოკარ ჯორჯია გაზი“, როგორც მომხმარებელი, დაინტერესებულია ამ პროექტით და ისინი აუცილებლად გამოიყენებენ ამ რესურსს პიკურ პერიოდებში, რაც შეეხება პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას, მამმადოვი ამბობს, რომ ეს ბაქოში სოკარის სათავო ოფისის პრეროგატივაა.

„აუცილებლობის შემთხვევაში, განსაკუთრებით კი პიკური მოხმარების პერიოდებში, შესაძლოა ვისარგებლოთ ამ გაზსაცავით. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს განხილვები - როგორც განხორციელდება პროექტი, ვინ იქნება ოპერატორი, ინვესტორი - ძალიან ბევრი კითხვაა ამასთან დაკავშირებით, ჩვენი როგორც მომხმარებლის ინტერესი ამ პროექტის მიმართ არის, თუმცა, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას და რა მიმართულებით, ამას ბაქოში, სოკარის სათავო ოფისში გადაწყვეტენ.

მე სოკარგაზის დირექტორი ვარ, შესაბამისად დაინტერესებული ვარ მისი გამოყენებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით ინტერესები“, - აღნიშნა აზერ მამმადოვმა.

BM.GE-ის ინფორმაციით, გაზსაცავის მშენებლობა სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში დაიწყება.