11.სექტემბერი .2020 15:57

აქვს თუ არა სახელმწიფოს კერძო ლაბორატორიების ვალი? - გახარიას პასუხი

views 280
უკან

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ სახელმწიფოს covid ლაბორატორიებისთვის თანხის გადახდის არანაირი პრობლემა არ აქვს.

საქმე იმაშია, რომ კერძო ლაბორატორიების ნაწილი, რომლებიც სახელმწიფო პროგრამაში არიან ჩართული და PCR ტესტებს ატარებს, აცხადებს, რომ სახელმწიფოს მათი დავალიანება აქვს და ექიმებზე ხელფასებს ვერ გასცემენ.

„სახელმწიფოს თანხების გადახდასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემები არ აქვს, ეს შეიძლება იყოს რაიმე ტექნიკური გაუმართაობის ნაწილი ან შეიძლება დოკუმენტები დროზე არ არის მიწოდებული. თუ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ, მოგვაწოდეთ“, - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა