მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქვს თუ არა სახელმწიფოს კლინიკების მიმართ დავალიანება? - ეკატერინე ტიკარაძის პასუხი

5f0ed62a9522f
ელენე გოგბერაშვილი
15.07.20 19:22
1563
„სახელმწიფოს არ გააჩნია კლინიკების მიმართ დავალიანება“- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ bm.ge-ს კითხვას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კლინიკების მიმართ დავალიანებას შეეხებოდა. 

„სახელმწიფოს არ გააჩნია კლინიკების მიმართ დავალიანება. სახელმწიფო ანაზღაურებს კლინიკების მხრიდან შესრულებულ სამუშაოებს. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს უპრეცენდენტოდ კარგი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით, ვინაიდან წინა წლის ამ დროს კლინიკებს ერიცხებოდა დავალიანება, რომელიც ითვლიდა 7-8 თვეს.

დღესდღეობით კლინიკებს უკვე ერიცხებათ მარტის შესრულებული სამუშაო, რაც დადგენილებაში სრულად არის მოქცეული. შესაძლებლობა არის ასევე, რომ  თვის ბოლომდე მათ ჩაერიცხოთ აპრილის დავალიანება, რაც იქნება სახელმწიფოს მხრიდან კლინიკებისთვის წინსწრებით დაფარული მათი შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება“-განაცახადა ჯანდაცვის მინისტრმა.