მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქვთ თუ არა ბაზარზე მონოპოლია ბანკებთან ასოცირებულ სადაზღვევო კომპანიებს? - დეპუტატი გვენეტაძეს

60f96c8f6c279
ინგა მურუსიძე
22.07.21 17:11
984
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ამ წუთებში ეროვნული ბანკის 2020 წლის ანგარიშს უსმენენ. სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა სებ-ის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს სადაზღვევო კომპანიების შესახებ დაუსვა კითხვა"

„სადაზღვევო კომპანიების განცხადებით, ბაზარი ფაქტობრივად მონოპოლიზებული აქვთ ბანკებთან ასოცირებულ საზღვევო კომპანიებს. შესაძლოა ეს დაქვემდებარება სამართლებრივად არ არის პირდაპირი, თუმცა რეალურად, საქმე გვაქვს იმასთან, რომ ის სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც აფილირებული არიან ამა თუ იმ ბანკთან, ბანკები სესხის გაცემის დროს სწორედ ამ კომპანიების საზღვევო პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებლებს, რაც ბუნებრივია ზღუდავს და მნიშვნელოვნად აზიანებს სხვა სადაზღვევო კომპანიების ინტერესებს.

გარდა წმინდა სამართლებრივი საკითხისა, ხომ ვერ გვეტყოდით ხომ არ აქვს ადგილი ასეთ მდგომარეობას დღეს სადაზღვევო კომპანიებსა და ბანკებს შორის ურთიერთობაში?“, - მიმართა გვენეტაძეს ქადაგიშვილმა.

ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური საქმიანობის აკრძალვის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში მიიღო. მაშინ ბანკებს არაპროფილურ აქტივებზე უარის სათქმელად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცათ. 2017 წლის ბოლოს კი პარლამენტმა ისევ მიიღო კანონი „კომერციული ბანკის რეგულირების შესახებ კანონი“, რითაც ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობა ასევე აეკრძალათ.