მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქვთ თუ არა შეკითხვები ინვესტორებს კონგრესმენების წერილებზე? - მიხეილ ხიდურელის პასუხი

5e466937afdc1
სალომე მეცხვარიშვილი
14.02.20 13:28
951
სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი ამბობს, რომ არცერთ ინვესტორს მისთვის შეკითხვა არ დაუსვამს აშშ-სა სენატორების მიერ გამოგზავნილ წერილებსა თუ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. ასე პასუხობს ის bm.ge-ს შეკითხვას, უშლის თუ არა სააგენტოს ხელს მუშაობაში ბოლო პერიოდში დასავლეთიდან საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილი წერილები, სადაც ქვეყანაში გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობასა და პოლიტიკურ არასტაბილობაზე მიუთითებენ.

“შემთხვევა, როდესაც ამ ტიპის წერილებზე ინვესტორებისგან კითხვა დასმულიყო, მე პირადად და ჩემს სააგენტოს, არ ჰქონია. ძირითადი შეკითხვები არის ხოლმე მუშახელზე. მუშახელი რჩება მთავარ გამოწვევად, სწორედ ამიტომ განათლების სამინისტროსთან ერთად გვაქვს პროგრამები, სადაც მუშხელის გადამზადება ხდება.

რაც შეეხება ზოგად ბიზნეს გარემოს საქართველოში, ამას ეხმარება ის სტაბილური ეკონომიკური ზრდა, რომელზეც ვაწვდით ინფორმაციას და ის სასიამოვნო და დადებითი რეიტინგები, რომლებიც საქართველოს გააჩნია.

შესაბამისად, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში და ჩემი მოლაპარაკებების ფარგლებში კითხვა სენატორების წერილებზე ან რაიმე სახის პოლიტიკურ ნაწილზე არ ყოფილა”,- აცხადებს მიხეილ ხიდურელი.