23.ოქტომბერი .2021 21:00

“არ აქვს აზრი, რას დაგვპირდება სამინისტრო, რადგან დაპირებულს ნებისმიერ დროს გადაახტება”

“არ აქვს აზრი, რას დაგვპირდება სამინისტრო, რადგან დაპირებულს ნებისმიერ დროს გადაახტება”
views 474
უკან

გასულ წელს ზამთრის კურორტები დამსვენებლებისთვის მარტამდე არ გახსნილა. შარშან კურორტების დაკეტვის მიზეზად მთავრობა ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს ასახელებდა. გაზრდილი ინფიცირების მაჩვენებლის ფონზე ჩნდება კითხვის ნიშნები, თუ როგორი იქნება მთავრობის პოლიტიკა წელს ზამთრის კურორტების მუშაობასთან დაკავშირებით.

როგორც ჰელისკი ჯორჯიას დამფუძნებელიო ვატო ასათაშვილი ამბობს, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით ჩაკეტვების მორიგი ტალღა გამორიცხული არ არის. ამასთან, მისი თქმით, მთის კურორტების განვითარების კომპანია სექტორთან კონსულტაციების დაწყებას გეგმავს, თუმცა ასათაშვილის განმარტებით, დღეს ხელისუფლების მხრიდან რაიმეს დაპირებას ან დაანონსებას აზრი არ აქვს, რადგან მათ როგორც შარშან, ისე წელსაც შესაძლოა ეს გადაწყვეტილებები სპონტანურად შეიცვალონ.

“ მოკლედ, სრული ქაოსია. ამ მდგომარეობაში ბიზნესის კუთხით რაიმეს დაგეგმვა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება ფიზიკურად შეუძლებელია. როგორც მაქვს ინფორმაცია, მთის კურორტების განვითარების კომპანია გაფართოებულ ფორმატში აპირებს კონსულტაციების დაწყებას. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა რას დაგვპირდება ეკონომიკის სამინისტრო, იმიტომ რომ დაპირებულს ნებისმიერ დროს გადაახტება. ამის შემდეგ კი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებს,“-აცხადებს ჰელისკი ჯორჯიას დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა