მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ აქვს მნიშვნელობა რომელი პორტი განვითარდება, მნიშვნელოვანია საქართველოში ტვირთების ტევადობა გაიზარდოს"

5df0f1993b7be
ლევან თაღიაშვილი
12.12.19 10:15
1077
თურქეთის სრულუფლებიანმა ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა საქართველოში არსებული მიმდინარე და სამომავლო პროექტები შეაფასა. მისი თქმით, დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და პორტების ტვირთბრუნვაა. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად რომელი პორტი განვითარდება და შეემატება საქართველოს, მთავარია ის ტვირთი, რაც ქვეყანაში შემოდის, სრულად იყოს ათვისებული.


„საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და თქვენს ქვეყანასთან ერთად უამრავ პროექტს ვახორციელებთ. მაგალითად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინგიზა გამოდგება, რომელიც მნიშვნელოვანი კორიდორის როლს შეასრულებს. საინტერესოა, ასევე პორტების განვითარებაც. ჩვენ ვიცით ფოთის პორტის გაფართოების გეგმის შესახებ, მაგრამ მთავარი აქ რომელიმე კონკრეტული ლოკაცია არაა. მთავარი ის ტვირთბრუნვაა, რაც საქართველოზე მოდის.

საქართველო საკუთარი ფუნქციით ჰგავს თურქეთს და ტრანზიტულ ქვეყნებს. თქვენ უნდა შეასრულოთ შუამავლის როლი და შემოსავალიც მიიღოთ. ამისათვის კი შესაბამისი, გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო. კონკრეტული პროექტები ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია, საქართველოს პორტების ზოგადი მოცულობა გაიზარდოს, რითიც რეგიონიც იხეირებს", - აცხადებს ელჩი.