მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ არის გამორიცხული, რომ სადმე ჩვენს პროდუქტზე დეფიციტი იყოს" – ჰერბია

5e723145468dd
ვიქტორია მღებრიშვილი
19.03.20 09:20
1368
არ არის გამორიცხული, რომ სადღაც ჩვენს პროდუქციაზე დეფიციტი იყოს, - ამის შესახებ BM.GE-ის „ჰერბიას“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ განუცხადა.

როგორც ის ამბობს, კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე საზოგადოება შესაძლოა უფრო დაცული პროდუქტის შეძენაზე გადავიდეს, „ჰერბიას“ აგრო პროდუქტების სრული ასორტიმენტი კი ბაზარზე შეფუთვით იყიდება.

„ჩვენ დაგეგმარებული, რაც გვაქვს წარმოებაში, იმის მიხედვით ვაწვდით სავაჭრო ქსელებს ჩვენს პროდუქტს და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულ ქსელებში იყოს ჩვენი პროდუქტის დეფიციტი და ჩვენ ვერ ვახდენდეთ გაზრდილი მოთხოვნის შესაბამის მომარაგებას“, - განაცხადა ზურაბ ჯანელიძემ.

მისი შეფასებით, ამ პერიოდში მათ პროდუქტზე მოთხოვნა მცირედით არის გაზრდილი, თუმცა ვერ იტყვის, რომ ეს კორონავირუსის ეფექტიდან მომდინარეობს. ამის თქმის შესაძლებლობა მეწარმეს აპრილში მიეცემა.

„წლების მანძილზე ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. ამ დროისთვის მოთხოვნა ჩვენს პროდუქტზე მცირედით გაიზარდა, ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად. ყოველწლიურად ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა 25-30%-ით იზრდება ცნობადობის მატებიდან გამომდინარე.

ახლა, როდესაც შეუფუთავი პროდუქციის მხრივ რისკები გაიზრდება, ესეც ალბათ იმოქმედებს ჩვენი პროდუქციის გაყიდვებზე. ჩვენ სამწუხაროდ, ახლა არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ გაიზარდა თუ არა, იმიტომ რომ თვე ჯერ არ დასრულებულა. აპრილში უკვე გვეცოდინება როგორია მატება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. თუ მატება გეგმიურზე მეტი იქნება, ეს უკვე კორონავირუსის ეფექტიდან გამომდინარე იქნება, იმიტომ რომ მომხმარებელს შეფუთული პროდუქტის ყიდვის შემთხვევაში ნაკლები რისკები აქვს“, - განაცხადა ზურაბ ჯანელიძემ.

ცნობისთვის, „ჰერბიას“ 20-მდე მეტი დასახელების აგრო-სასურსათო პროდუქტი საქართველოში არსებულ თითქმის ყველა ქსელურ მარკეტში შეფუთული სახით არის წარმოდგენილი.