მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინაცია შვილოსნობაზე მოქმედებს - NCDC

61432e9fcaa86
ინგა მურუსიძე
16.09.21 15:49
992
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დედათა, ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამმართველოს ხელმძღვანელის ლელა შენგელიას განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქალის ან მამაკაცის შემთხვევაში შვილოსნობაზე იმოქმედებს. ამის შესახებ ის საუბრობს ვიდეოინტერვიუში, რომელიც NCDC-ს გვერდზე გამოქვეყნდა.

„არ არსებობს ბიოლოგიურად სარწმუნო მექანიზმი, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ ვაქცინაცია გავლენა ახდენს ქალის შვილოსნობაზე. მსგავსი მტკიცებულება არ არსებობს, არც მამაკაცების შემთხვევაში. პირიქით, სასურველია და ჯობია ქალიც და მამაკაციც აიცრას, რათა დაცულები იყვნენ იმ გართულებებისგან, რომელიც უკავშირდება ინფექციას, ხოლო ქალისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აიცრას ორსულობის მესამე ტრიმესტრამდე, რომ დაიცვას თავი“, - განაცხადა ლელა შენგელიამ.