მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ დაუჯეროთ ტყუილებს, ენდეთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს - ვიტალი კლიჩკო

621be8753f0f5
თამთა ჯიჯავაძე
28.02.22 01:07
798
არ დაუჯეროთ ტყუილებს, ენდეთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს, - ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს.

მისივე თქმით, რუსული ინტერნეტგამოცემები ავრცელებენ დეზინფორმაციებს.

„რუსულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, სადაც წყაროდ მე მომიხსენიეს, რომ თითქოს კიევი ალყაში ჰყავდა რუსულ მხარეს და ხალხის ევაკუაცია შეუძლებელი იყო“, - განაცხადა კლიჩკომ.

მისივე თქმით, ახლა კიევს უკრაინული ძალები აკონტროლებენ, დედაქალაქში კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი, მოსახლეობის ნაწილი თავს მიწისქვეშა მეტროსადგურებს აფარებს.