26.იანვარი .2021 16:04

„არ დავიშლებით, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ“ - ბავშვთა გასართობი ცენტრები

„არ დავიშლებით, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ“ - ბავშვთა გასართობი ცენტრები
views 384
უკან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქცია #სოცაფეთქება დაიწყო და მას სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის წარმომადგენლები უერთდებიან. აქციაზე ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას და მოთხოვნას ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლებიც აფიქსირებენ და რეგულაციების სრული დაცვით, საქმიანობის აღდგენას ითხოვენ.

„დღეს არსებულ შეზღუდვებს ვაპროტესტებ და გავაპროტესტებ ბოლომდე, სანამ ქვეყანა არ გაიხსნება. რა თქმა უნდა, ყველა წესის დაცვას ვემხრობი; ვითხოვ გამხსნან და აუცილებლად ყველა წესს დავემორჩილები. არ დავიშლებით - თუ დღეს ვართ 1 000 კაცი, ხვალ გავცდებით 20 000-30 000-სს და ჩვენს მიზანს მივაღწევთ, რადგან ყველას გვჭირდება თავისუფლება“, - აცხადებს BM.GE-ისთან საუბრისას "ქენდი ლენდის" წარმომადგენელი გიორგი ხარებაშვილი.

ბავშვთა გასართობი ცენტრ „პანდასა“ და ასევე „ქენდი ლენდის“ წამყვანი ნოდარ ჯიქია კი, ამბობს, რომ ძალიან ბევრმა მათ სექტორში სამუშაო ადგილი დაკარგა და გარდა იმისა, რომ კომპანიები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში არიან, დასაქმებულების მდგომარეობაც კრიტიკულია.

„მოვითხოვთ, გაგვხსნან და მოგვცენ მუშაობის უფლება ყველანაიარი რეგულაციებით. არსებობს დისტანციური თამაშები და დამხმარე გუნდი, რომელიც ბავშვებს რეგულაციების დაცვაში შეუწყობს ხელს; ასე, შევძლებთ ჩვენ უსაფრთხოდ ამოქმედებას. 1 წელია, რაც გაჩერებულები ვართ და ფინანსური ზარალი ისეთია, რომ იმ კომპანიებში, სადაც ვმუშაობდი, 4 ფილიალიდან 2-ია დარჩენილი. ჩვენს სექტორს ბანკებთან სესხების გადავადებაც კი არ შეეხო, ამიტომ მძიმე მდგომარეობაა. 150-მდე თანამშრომელი მუშაობს კომპანიებში, რომელთა უკანაც ოჯახები დგანან“, - ამბობს ის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა