12.აპრილი .2021 16:43

არ დავუშვებთ რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს - შსს

არ დავუშვებთ რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს - შსს
views 239
უკან

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება. უწყებაში ადასტურებენ, რომ ხეობაში სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები არის მობილიზებული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულები. უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის: ამ წუთებში რიონის ხეობაში ხმაურია. მოქალაქეები ჰესის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, პოლიცია კი ამის ნებას არ აძლევს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა