მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ დავუშვებთ სანქციერებული პირების უკანონო საქმიანობას ჩვენს ტერიტორიაზე“

62692e1ed758b
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.22 16:00
934
„არც ერთ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ საშუალებას ჩვენი ტერიტორია სანქციებისთვის გზების ავლის მიზნით გამოიყენოს“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა და უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას - ხომ არ გახდება საქართველო ტრანზიტული ქვეყანა რუსეთისთვის, რომლის საშუალებითაც რუსეთისთვის დაწასებული სანქციების გვერდის ავლა მოხდება. 

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების პრინციპული პოზიციაა, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება.

„ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, ჩვენი მთავრობის და ხელისუფლების პრინციპული პოზიცია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთი სანქცირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის არალეგალურ, არასანქცირებულ უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არც ერთ იურიდიულ და ფიზიკურ პირს არ მივცემთ საშუალებას ჩვენი ტერიტორია სანქციების გზების ავლისთვის გამოიყენოს - ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომელიც არ გადაიხედება. ამასთან დაკავშირებით გვაქვს თანამშრომლობა და კოორდინაცია ჩვენს პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემაზე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა პრემიერმა.