არ გავჩერდებით, ვიდრე მთავრობისგან რაიმე კონკრეტული პასუხი არ გვექნება, - ამის შესახებ Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გუდაურში სულ სამი თვეა სეზონი და აქედან ორი უკვე გასულია, ხოლო თუ თებერვალშიც ვერ ამუშავდებიან, მთელი წელი როგორც სასტუმროები, ისე იქ დასაქმებული ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩებიან.
„გუდაური არის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი კურორტი საქართველოში და მისი შემოსავლის წყარო არის სამი თვე ზამთარში, აქედან ორი თვეა უკვე დახურულები ვართ. ყველანაირად ავიტანეთ ის შეზღუდვები, რაც აქამდე იყო და იმედი გვქონდა თებერვლიდან მაინც გავიხსნებოდით. გვჭირდება ვიცოდეთ ეს ინფორმაცია, ვიხსნებით თუ არა ბოლო თვეში მაინც. თუ ეს თვეც არ ვიმუშავეთ, შემოსავალი არ გვექნება არც გუდაურში ბიზნესებს და არც გუდაურში დასაქმებულ ხალხს“, - განაცხადა კოკაიამ.
მისი ინფორმაციით, გუდაურში სეზონური შემოსავალი ასობით მილიონი ლარი იყო ყოველწლიურად.
„ვითხოვთ, რომ არა მარტო ქართველი ტურისტებისთვის გაიხსნას კურორტი, არამედ ქვეყანა გაიხსნას მთლიანად იმ ხალხისთვის თუნდაც, ვისაც ანტისხეულები აქვს“, - განაცხადა კოკაიამ.
როგორც ის ამბობს, ბოლო ორი კვირაა კერძო სექტორის წარმომადგენლები აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ამ საკითხზე მსჯელობენ, ხოლო გაჩერებას მთავრობისგან პასუხის მიღებამდე არ გეგმავენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?