05.მაისი .2020 23:14

არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე, გვაქვს ტეხილი – მინისტრი ეპიდსიტუაციას ახალი ტერმინით აღწერს

views 2271
უკან

ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გარკვეული ტეხილი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი ორის“ ეთერში ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების დინამიკასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ თბილისის უბნებზე და არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე. თუმცა, ამ ტერმინებს ჩვენც ვიყენებთ ეპიდსიტუაციის აღწერისთვის. რეალურად რომ დავაკვირდეთ იმ მონაცემებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს გარკვეული ტეხილი და შეგვიძლია შემოვიტანოთ ახალი ტერმინი უკვე ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც ნიშნავს ყოველდღე მნიშვნელოვნად განსხვავებულ რიცხვებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში დაინფიცირების შემთხვევების საკმაოდ კარგი დინამიკაა.

„ორი კვირის წინ ჩვენ ვაკვირდებოდით მნიშვნელოვან ზრდას დაინფიცირებული ადამიანების, რაც დღესდღეობით არის კლებაში, თუმცა, ამ კლების პროცესში არის დღეები, როდესაც არის გარკვეული ნახტომი და გვხვდება ისეთი შემთხვევები როდესაც 20–27 ინფიცირებული გვყავს ერთი დღის მანძილზე“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა