მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ გვაქვს სახუმაროდ საქმე, არ გვაქვს სასეირნოდ საქმე"-შევდივართ პრეკრიტიკულ ფაზაში"

5e7f881cb8fdb
ელენე გოგბერაშვილი
28.03.20 21:19
5815
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან არის 3 შემთხვევა, როცა ეპიდემიოლოგებს პირვეწყაროზე გასვლა უჭირთ, შესაბამისად, როგორც გამყრელიძე ამბობს, არ არის გამორიცხული მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ქვეყანაში შემთხვევების ზრდა მოხდეს.

გამყრელიძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში, რადგან საქმე სახუმაროდ არ არის.

„სამ შემთხვევაში გვიჭირს პირველწყაროზე გასვლა, რითიც ვფიქრობთ, რომ საქმე გვაქვს იმ შემთხვევასთან, როცა ჯაჭვისებურად მიდის შემთხვევათა რაოდენობა. არიან ადამიანები, რომლებიც დადიან საზოგადოებაში, აქვთ გარკვეული სიმპტომები და არ იციან, რომ აქვთ კორონავირუსი. 3 შემთხვევაში ვვარაუდობთ, რომ გვაქვს ასეთ შემთხვევასთან საქმე.

უკვე შევდივართ ე.წ პრეკრიტიკულ სტადიაში და არ გამოვრიცხავ ერთი კვირის, 10 დღის შემდეგ დადგეს კრიტიკული ფაზა, როცა შემთხვევების ზრდა იქნება სერიოზული.

არ გვაქ სახუმაროდ საქმედ, არ გვაქ სასეირნოდ საქმე ქუჩებში და ისევ დღეობებზე. უნდა ვიჯდეთ სახლში. განსაკუთებულად მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები“-განაცახდა ტვ პირველის ეთერში ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, მან დღეს გამოიყენა სიტყვა „განგაში“, რადგან ზემოთაღნიშნული სამი შემთხვევიდან გამომდინარე არის მინიშნება იმაზე, რომ შიდა გადაცემა ხდება ქვეყანაში და სწორედ ამიტომაც მთავრობამ რადიკალური ზომები მიიღო მარნეულსა და ბოლნისში. გამყრელიძე არ გამორიცხავს მსგავსი ზომები მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბითაც გამოიყენოს.

„ ამის სხვადასხვა სცენარები არსებობს, როდის რა ნაბიჯი გადაიდგას. მთავრობამ ძალიან დროული ნაბიჯები გადადგა ყველა ეტაპზე, მაგრამ მიუხედავად ამისა სამწუხაროდ, არ ვართ კანონმოჩილი ხალხი. არ ემორჩილება ხალხი კანონს, კარანტინის წესებს არღვევს, თვითიზოლაციის წესებს არღვევს. არის საშიშროება, რომ ამას მიეცეს ფართომასშტაბიანი ეპიდემიის სახე.

უკვე მომავალში 3-4 კვირა, ეს ემთხვევა ძალიან მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულებს ქვეყანაში, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ არ მოხდეს ნახტომისებური ზრდა შემთხვევების“-განმარტავს ამირან გამყრელიძე.