პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ დამფუძნებელი და ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ლარი უნდა იყოს თავისუფალ კონკურენციაში სხვა ვალუტებთან. მისივე თქმით, ის ე.წ მულტისავალუტო ანუ თავისუფალი სავალუტო რეჟიმის მომხრეა.
როგორც ჯაფარიძემ გადაცემა Forbes Talks-ში საუბრისას განმარტა, სახელმწიფო ადამიანებს არ უნდა აიძულებდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენონ რომელიმე კონკრეტული ვალუტა, რომელსაც ის იტყვის.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ფული არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება რომ გამოიყენონ ის ვალუტა, რომელსაც ისინი ენდობიან, საქართველოში ცალსახად უფრო ენდობიან დოლარს, სესხები და დეპოზიტები დოლარშია, მსხვილი ტრანზაქციები – მანქანა იქნება თუ ბინის ყიდვა, დოლარში ხორციელდება. ადამიანები ლარს არ იყენებენ, როგორც ფასის შემატყობინებელ საშუალებას“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
მან ასევე ეროვნული ბანკის როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ იდეალურ შემთხვევაში ის საერთოდ გააუქმებდა ეროვნულ ბანკს.
„იმის გამო რომ არსებობს რაღაც სენტიმენტები ლარის მიმართ, რომ ჩვენ ვართ ძველი ერი და ათასწლეულების წინ გვქონდა საკუთარი ვალუტა, მე პრობლემა არ მაქვს ლარი შევინარჩუნოთ, ოღონდ იყოს კონკურენციაში დოლართან და ევროსთან. თუმცა, ეროვნულ ბანკზე იქნება მუდმივი წნეხი, რომ მოიქცეს წესიერად, რათა ლარი იყოს სტაბილური. როგორც კი ლარი არ იქნება სტაბილური, ადამიანები გამოიყენებენ სხვა ვალუტას“, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა.
ზურაბ ჯაფარიძემ ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებსა და ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საერთოდ არ გვჭირდება.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდი ახლა რასაც აკეთებს არის ის, რომ ეროვნულ ბანკს აძლევს პერიოდულად სესხებს და რეკომენდაციებს, რომ თუ გინდა რომ მაგალითად 40 მლნ დაგიმატო, ეს რეკომენდაციები უნდა შეასრულო. არა, არაფერში არ გვჭირდება, პირიქით მგონია რომ ზიანის მომტანია. საერთოდ არ გვჭირდება IMF-ის დახმარება. ჩემი აზრით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი უნდა გავიდეს ქვეყნიდან ამ რეფორმის შემდეგ“, – აღნიშნა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?