მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ გვსურს ვიხილოთ რომელიმე ქვეყანა, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სანქციებს - EU-ს ელჩი

624d75c00b4da
მარიამ ვარადაშვილი
06.04.22 15:14
1422
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ქვეყნებმა რუსეთს სანქციებისგან თავის არიდების საშუალება არ უნდა მისცენ და ევროკავშირი პარტნიორებისგან სწორედ ამას ელის. 

“რას ველით ჩვენი პარტნიორისგან, მათ შორის როგორიც არის საქართველო? ეს არის სოლიდარობა, რასაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ უკრაინის მიმართ; ეს არის საჭირო ზომების მიღება რუსეთის იზოლაციის კუთხით.

ძალიან გვსურს, არ ვიხილოთ რომელიმე ქვეყანა, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სანქციებს. ვნახეთ, რომ ომის დაწყებიდან მალევე, როცა რუსეთის კონკრეტული ბანკების მიმართ სანქციები იქნა გამოყენებული, საქართველომ სწორი ნაბიჯები გადადგა VTB ბანკის მიმართ, რომელიც სანქცირებული იყო. ეს არის ის, რასაც მომავალშიც ველით”,-აცხადებს ჰარცელი.

ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი მიიღო. ბოლო მე-5 პაკეტის შესახებ ინფორმაცია 5 აპრილს გავრცელდა. ახალი პაკეტის მოიცავს რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას, რომლის ოდენობა წლიურად 4.3 მილიარდ დოლარს აღწევს.