“არ მგონია, რომ ღარიბაშვილის დღის წესრიგში ეკონომიკური აღორძინება იდგეს”, - ამის შესახებ "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა განაცხადა. როგორც ის ამბობს, პრობლემა ყოველთვის ერთია, სახეები არ იცვლებიან, შესაბამისად, ქვეყანას არ აქვს ეკონომიკური პოლიტიკა და ხედვა. მისი თქმით, არ არსებობს ტურიზმის ამუშავების ერთიანი სტრატეგიაც, რასაც სექტორი უკვე რამდენიმე თვეა ელოდება. შესაბამისად, ასათაშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ ღარიბაშვილის ქმედებები იქნება ეკომიკური გაჯანსაღებისკენ მიმართული. ასათაშვილის თქმით, ტურიზმის ინდუსტრიის სრული იგნორი ხდება, არადა ეკონომიკის გამოცოცხლება ტურიზმის გახსნისკენ მიმართული სწორი და სწრაფი ნაბიჯებით სრულებით შესაძლებელია.
“ყველაზე სწრაფად როგორც შეგვიძლია ეკონომიკა ავამუშავოთ?! პირველი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მეორე - ამის დამხმარეა ტურიზმი, რომელიც არის სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ქვეყანაში გამომუშავებული ფული შემოდის საქართველოში და ეს ფული საქართველოს ეკონომიკას ხმარდება. ამიტომ პასუხისმგებლიან მმართველებს უნდა ესმოდეთ, რომ მნიშვნელოვანია სწორი ანტიკრიზისული ნაბიჯების გადაგმა ეკონომიკური გაჯანსაღების კუთხით, რომელიც მიღწევადია სწორედ ტურიზმის მიმართულებით. ამიტომ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია მიზანმიმართულად თუ გაუაზრებლად რატომ ხდება ამ დარგის უყურადღებობა და იგნორი.” - ამბობს "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სხვა საკითხებთან ერთად ტურიზმზე და დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გუშინ პარლამენტში ისაუბრა. ერთადერთი, რაც ამ მხრივ ღარიბაშვილმა გეგმების ნაწილში ახსენა, იყო რეგიონებში ე.წ კლასტერების შექმნა, რომელიც ტურიზმის სექტორში ჩართული ადამიანების დასაქმებას ხელს შეუწყობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?