მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ მგონია რომ კარგი მერი ვიქნები, არ მაქვს საკუთარ თავზე ასეთი წარმოდგენა" - თემურ ჭყონია

60dccf161c570
თამთა ჯიჯავაძე
01.07.21 00:04
1114
„მე ვიცი ჩემი ადგილი სად არის. იმ საქმეს, რომელსაც ვაკეთებ, ვაკეთებ კარგად. არ მგონია რომ ვიქნები კარგი მერი. არ მაქვს საკუთარ თავზე ასეთი წარმოდგენა“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ცნობისთვის, გუშინ მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ თემურ ჭყონია თბილისის მერობის ძალიან კარგი კანდიდატი იქნებოდა.

თავად თემურ ჭყონიას თქმით, თბილისის მერობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ვინაიდან თბილისი არის საქართველოს პოლიტიკა, ფინანსური და ეკონომიკური ბაზარი.

„თუ ჩვენ გამოსავალს ვეძებთ, ორი ვარიანტია: ან კახი კალაძე უნდა იყოს კოალიციური მთავრობის მომხრე, შემქმნელი და თავისუფალი მოთამაშე, რომელიც მას არაჩვეულებრივად გამოსდიოდა, როცა ფეხბურთს თამაშობდა, ან უნდა იყოს აპოლიტიკური ადამიანი“, - აღნიშნა მან.

ხოლო კითხვაზე, თუ ოპოზიცია შეთანხმდება მის კანდიდატურაზე, დათანხმდებით თუ არა თბილისის მერობის კანდიდატობას, ჭყონიამ უპასუხა - არა.

„მე არ მგონია რომ ოპოზიცია ამაზე ჩამოყალიბდეს... ვთხოვ საზოგადოებას, ლანძღვას ნუ დამიწყებენ, მე არ ვაპირებ იმ ველზე შესვლას, სადაც ჩემი თამაში არ გამოვა წარმატებული“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.