მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ მინდა, გუშინდელი შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება მოხდეს - ღარიბაშვილი

603e0761e47f1
ინგა მურუსიძე
02.03.21 13:48
671
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან გუშინ გამართული შეხვედრა ნიშნავდა იმას, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

"მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ ჩვენი გუშინდელი შეხვედრის არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს, აღნიშნული კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით, რასაც, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავთანხმდი, ვინაიდან მიმაჩნია და მიმაჩნდა, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით და პირობით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან სულ რაღაც 12 საათში, გამოჩნდა არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება, პარლამენტის პიკეტირების მცდელობის სახით, რაც სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„უფრო მეტიც, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ ფორმატს, არც ამ დიალოგის ინტერესებს, რომელიც ჩვენ გუშინ დავიწყეთ, როდესაც მე, ჩემის მხრივ, გადავდგი ეს ნაბიჯი და დავუფიქსირე სრული მზაობა ჩვენი გუნდის სახელით, რომ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც მთავარია, არ ემსახურება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა თუ მტრული ქვეყნების ინტერესებს“, - აღნიშნა პრემიერმა.