მთავრობის პროგნოზით, 2020-2021 წლებში ქვეყნის ეკონომიკას პანდემიის გავლენით დაახლოებით 8,5 მლრდ ლარი დააკლდება.
ეს დანაკარგი ძირითადად გამოწვეულია ტურიზმის სექტორის მდგომარეობით, რაც ასევე აისახა ეკონომიკური ზრდის პარამეტრზეც. იქიდან გამომდინარე, რომ პანდემია გაცილებით ხანგრძლივი გამოდგა და ეკონომიკის აღდგენას რამდენიმე წელი კიდევ დასჭირდება, ყოფილი პრემიერის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი მთავრობას ინვესტიციების მოსაზიდად ახალი გადაწყვეტილებების მიღებას ურჩევს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას. ასეთი სტიმული კი შეიძლება იყოს საგადასახადო შეღავათები, რომელიც თანაბრად გავრცელდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ინვესტიციებზე.
ლილუაშვილის ამ შეთავაზებაზე ეკონომიკური პროფილის მინისტრებს განსხვავებული პოზიციები აქვს. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ მზად არიან ლიდერ ინვესტორებს განსაკუთრებული საშეღავათო პაკეტი შესთავაზონ. ფინანსთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ქვეყანას დამატებითი შეღავათების დაწესების საშუალება არ აქვს.
იურიდიული ფირმა BLB-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, კახა შარაბიძე თვლის, რომ დღეს ქვეყანაში არსებული რთული პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით მთავრობას ინვესტიციების მოსაზიდად მომხიბვლელი საინვესტიციო პაკეტის მომზადება ძალიან გაუჭირდება.
„მნიშვნელოვანია მთავრობამ გააკეთოს რაღაც მნიშვნელოვანი განსაკუთრებული ნაბიჯები, რომ მოიზიდოს ინვესტიციები მაგრამ ამის ფუნდამენტი უნდა არსებობდეს. ფუნდამენტი თუ არ გაქვს, რაც არ უნდა მომხიბვლელი ნაბიჯი შესთავაზო, ეს არ იმუშავებს. მაგალითად ავიღოთ, რომ ჩვენ გვაქვს ტალახის ნამცხვარი, რაც არ უნდა მარწყვი დავდოთ ან ალუბლის ჩირი ან კრემი წავუსვათ, მიმზიდველი არ იქნება არცერთ შემთხვევაში. ამიტომ ფუნდამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფუნდამენტი არის რა, მაგალითად თუ თქვენ მიდიხართ შვეიცარიაში ან ამერიკაში ინვესტიციის განსახორციელებლად, არ კითხულობ პოლიტიკურ წყობას, რადგან ნდობა გაქვს. მაგრამ საქართველოში და ასეთ ქვეყნებში ყოველთვის კითხულობენ პოლიტიკურ წყობას, ეკონომიკურ სისტემას, პოლიტიკურ რისკებს, სასამართლო სისტემას. ეს ქმნის საერთო ფონს ქვეყანაში ინვესტიციებისთვის. მაიკ პომპეო (ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი) როცა იყო ჩამოსული, საათზე მეტი ჰქონდა შეხვედრა სასამართლოს თემაზე არასამთავრობოებთან. წარმოიდგინეთ როგორი პრობლემატურია სასამართლო ქვეყანაში, რომ ამხელა დონის მოხელე ხარჯავს თავისი ვიზიტის მესამედს ამისთვის. სასამართლოც არ მუშაობს და პრობლემატურია, პოლიტიკური არასტაბილურობა, რეგიონში არასტაბილურობა, რაც არ უნდა მარწყვი დავალაგოთ ჩვენ ამ სამწუხრაო სურათხე, ალბათ ძნელი იქნება ახალი ინვესტორები მოვიზიდოთ.
მოდით ისიც ვკითხოთ ჩვენს თავს, არსებული ინვესტორები, ვინც გვყავს, კმაყოფილები არიან?
თუ კმაყოფილი არიან, ის იზრდება, ავითარებს ბიზნესს, ფულს დებს, არც ეს შეინიშნება. თუ არ მოგვარდება სასამართლო სისტემა, არ იქნება პოლიტიკური სტაბილურობა და არ იქნება კმაყოფილი არსებული ინვესტორი, არ შეიძლება შენ რომელიმე არსებული ინვესტორი გყავდეს უკმაყოფილო და შენ ეძახოდე სხვას, რომ შემოვიდეს შენს მინდორზე. გავიხსენოთ რამდენი პრობლემა ჰქონდა ინვესტორებს საქართველოში, რაც ახლაც ხდება ობიექტური თუ სუბიექტური პრობლემების გამო.
ინვესტორი არ უყურებს შუა საუკუნეებში ჩვენს ისტორიას, როცა თამარი მეფე იყო, ჩვენს ღვინოს, ჩვენს კარგ სამზარეულოს. უყურებს რა ხდება დღეს, რა ხდებოდა გუშინ და რა მოხდება ხვალ. სამწუხაროდ ეს ვითარება ძალიან რთულია. ნებისმიერი მცდელობა მისასალმებელია, მაგრამ ამ ვითარებაში ესეთი მიმზიდველი და მომხიბვლელი საინვესტიციო პაკეტის შემუშავება რთული იქნება, თუმცა ნებისმიერი ახალი ინვესტიცია იქნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი“-აცხადებს შარაბიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი