მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ შეიძლება, სოფლის მეურნეობა ჩვენი ეკონომიკის ძირითადი ძრავა იყოს - ბუცხრიკიძე

5eb54e30ab113
ვიქტორია მღებრიშვილი
08.05.20 17:10
7238
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე Forbes Georgia-სთან ინტერვიუში პოსტპანდემიურ პერიოდში მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს მიერ ახალი როლის მოძებნაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, თუმცა ის ეკონომიკის ძირითადი ძრავა ვერ იქნება.

მისი თქმით, უნდა მოხდეს სხვა დარგების იდენტიფიცირება, რისი "ზუსტი ფორმულა არ არსებობს და უფრო ტესტირების გზით უნდა წავიდეთ". 

"რა თქმა უნდა, აქცენტი უნდა გაკეთდეს ისეთ ინდუსტრიებზეც, რომლებიც იმპორტის ჩანაცვლებას შეძლებს. მართალია, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, თუმცა პირადად მე ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობა ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებას ოცდამეერთე საუკუნეში ვერ უზრუნველყოფს. უნდა გვქონდეს გამართული სოფლის მეურნეობა, მაგრამ არ შეიძლება, ის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი ძრავა იყოს. ეს სექტორი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დღეს დასაქმებისთვის ქართულ ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ სხვა დარგების იდენტიფიცირება და განვითარება აუცილებელი იქნება. აქ ალბათ ზუსტი ფორმულა არ არსებობს და უფრო ტესტირების გზით უნდა წავიდეთ და ბოლოს ავარჩიოთ, რა არის საუკეთესო საქართველოსთვის, თუმცა აქაც, რა თქმა უნდა, ძირითადი ხედვა, პრიორიტეტები და განვითარების ხაზი უნდა არსებობდეს, რომ ტესტირებამ გამოავლინოს, რომელი გზა უფრო მეტად გაამართლებს და წარმატებას მოგვიტანს", - განმარტავს "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი.