მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ შეიძლება ვცხოვრობდეთ ეპიდემიოლოგების ჰოროსკოპით“ – ICR Group

602d2a607442d
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.21 21:45
1386
“აისიარ ჯგუფის“ ხელმძღვანელი კახა კაზარაძე თვლის, რომ დღეს ქვეყანა ეპიდემიოლოგების ჰოროსკოპით იმართება და ის საკითხები, რაზეც ბიზნესს მთავრობასთან კომუნიკაცია უწევს სასაცილოა. ამის შესახებ მან BM.GE-ის 10 ბიზნეს ასოციაციის მიერ პრემიერისთვის 7-პუნქტიანი მოთხოვნის გაჟღერების შემდეგ განუცხადა.

კახა ხაზარაძე ამბობს, რომ საჯარო და კერძო სექტორი ახლა წვრილმან საკითხებზე საუბრის ნაცვლად განვითარების გრძელვადიან გეგმებს უნდა განიხილავდეს, იმისთვის რომ შეძლოს ვირუსის მართვა და მასთან თანაცხოვრება.

„ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ შეხვედრებიდან გამომდინარე არსებობს და რასაც შეხვედრებზე ვისმენდით, ყოველთვის ხელს ეპიდემიოლოგებისკენ იშვერენ. ანუ ქვეყანა ცხოვრობს ეპიდემიოლოგების ჰოროსკოპით. მსოფლიოში ვერ მაჩვენებთ ქვეყანას, რომელსაც ეკონომიკური გუნდის ნაცვლად ეპიდემიოლოგები მართავენ. დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, ვინც ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავს, მაგრამ არ შეიძლება ვიცხოვროთ ეპიდემიოლოგების ჰოროსკოპით.

იმის მაგივრად, რომ ჩვენ კომუნიკაციაში მთავრობასთან ერთად ვსაუბრობდეთ გრძელვადიან ხედვებზე, როგორ უნდა განვითარდეს ბიზნეს სექტორი, ვკითხულობთ - შაბათ-კვირას გაგვხსნიან, კომენდანტის საათს გადაგვიწევენ. ეს საკითხები სასაცილოა, რადგან ჩვენ ვდგავართ სერიოზული პრობლემის წინაშე - უნდა ვმართოთ და ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად, სამწუხაროდ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია, რაც პირდაპირ ბიზნესზე აისახება, წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში გარე ინვესტიციების შემოტანა“, - აცხადებს „აისიარ ჯგუფის“ დამფუძნებელი.