მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ შეიძლება ყველა საკითხი დავუკავშიროთ 12 პუნქტის შესრულებას“ - საგარეო საქმეთა მინისტრი

645bb14d88131
ვიქტორია მღებრიშვილი
10.05.23 18:58
895
„არ შეიძლება ყველა საკითხი დავუკავშიროთ ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებას“ - ასე პასუხობს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილების ნეგატიურ გავლენას შეეხებოდა.

მინისტრი ამბობს, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„არ შეიძლება ყველა საკითხი დავუკავშიროთ 12 პუნქტის შესრულებას და მოვუწოდებ ყველა ჩვენს ოპონენტს, რომელიც ნებისმიერი პროცესის წარმოჩენას საქართველოს 12 პუნქტის კონტექსტში ცდილობს - ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ გაუგებარია რატომ ხდება საქართველოს მსგავსი ტიპის შეფასებების ობიექტი, მაშინ როდესაც მოლდოვა - ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ამ შემთხვევაში არ არსებობს კითხვები და რატომ შეიძლება საქართველოსთან დაკავშირებით ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ეს მიუღებელია, საქართველოს პირნათლად, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ახორციელებს ევროინტეგრაციის პოლიტიკას. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა 12 პუნქტის შესრულებასთან მიმართებით და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება, რადგანაც ჩვენთვის ევროინტეგრაცია საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.