26.ნოემბერი .2020 15:55

არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა - ეკონომიკის მინისტრი

არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა - ეკონომიკის მინისტრი
views 3110
უკან

არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა,- ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა bm.ge-ს შეკითხვას, ხომ არ აპირებს მთავრობა პანდემიიდან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე მოსახლეობას მისცეს შესაძლებლობა, გამოვიდნენ დაგროვებითი საპენსიო სქემიდან და თანხა სურვილისამებრ გამოიყენონ.

ნათია თურმავა აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმა არის ბევრად გრძელვადიანი, პანდემია კი შედარებით მოკლევადიანი პრობლემაა, ამიტომ covid-19-სგან გამოწვეული პრობლემების დასაძლევად მოქალაქეების მიერ საპენსიო სქემაში აკუმულირებული თანხები არ უნდა გაიხარჯოს.

“საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი საბაზისო რეფორმა და არ უნდა მივაყენოთ ჩრდილი და არ გავაკეთოთ მისი დისკრედიტაცია რა პრობლემაც არ უნდა უნდა დაგვიდგეს. ეს არ არის მოკლევადიანი პრობლემის გადასაწყვეტი საკითხი, ხოლო პანდემია არის შედარებით მოკლევადიანი. დავესესხებით ჯანმოს თავმდჯომარეს, “გვირაბის ბოლოს გამოჩნდა სინათლე”- ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც მიიღებს ვაქცინას... რა თქმა უნდა, პრობლემა დიდია, თუმცა, არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა”,- აცხადებს ნათია თურნავა.