„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ფიქრობენ, რომ საქართველოს მთავრობას თავად ეპარება ეჭვი იმაში, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებით რომელიმე ინვესტორი დაინტერესდება. კონსორციუმი ამ პოზიციით ეხმაურება 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომლის მიხედვით ანაკლიის პორტისთვის მხოლოდ 1.5 მლნ ლარია გათვალისწინებული.
ამ თემაზე დღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, თედ ჯონასმა BMG-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას ისაუბრა.
„გუშინ კონსორციუმის მიერ გავრცელებული განცხადების მიზანია, რომ მთავრობამ ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა. 2 ძალიან მნიშვნელოვანი აზრი დევს აქ - ისინი აღიარებენ, თუ რა სამუშაო ჩატარდა ანაკლიაში და ასევე აღიარებულია, რომ არბიტრაჟში შეტანილი საქმის გამო პროექტისთვის კარგი ინვესტორის მოძებნა ძალიან რთული იქნება. გზა ანაკლიის პროექტისკენ გადის ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე, რომელსაც გააჩნია იურიდიული უფლებები და სხვადასხვა ნაბიჯებიც გადადგა. ჩვენ მთავრობა გაფრთხილებული გვყავდა, რომ საარბიტრაჟო სასამართლოში შევიტანდით განცხადებას, რაც ზიანს მოუტანდა პროექტს და ნამდვილად არ უნდა იფიქრონ, რომ ჩვენი უფლებების დარღვევის შემდეგ ახალ ინვესტორს მოძებნიან. ეს საბიუჯეტო დოკუმენტში არის აღიარებულის“, - ამბობს თედ ჯონასი.
გადაცემის წამყვანმა ელენე კვანჭილაშვილმა თედ ჯონასს სარეიტინგო კომპანია „fitch“-ის წარმომადგენლის განცხადება გააცნო, რომელიც ამბობს, რომ „პორტის პროექტის გადავადება შეიძლება ჩავთვალოთ ნეგატიურ პერსპექტივად, თუმცა, ეს ყველაფერი არ იმოქმედებს საქართველოს რეიტინგსა და ბიზნესგარემოზე და არ ჩაითვლება რისკად არც ერთი მიმართულებით“.
თედ ჯონასი ამ განცხადებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეს ყველაფერი სერიოზულ რისკებს ქმნის უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით საქართველოში.
„ნამდვილად არ მახარებს, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოსვლას საფრთხე ემუქრება, ეს ნამდვილად არ მომწონს, მაგრამ სამწუხაროდ ასეა. საინვესტიციო და ბიზნეს საზოგადოებაში ყველა ვამბობთ, რომ საქართველოში საინვესტიციო კლიმატი არ არის კარგი“, - აღნიშნა თედ ჯონასმა.
რაც შეეხება საარბიტრაჟო დავას, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ წამოიწყო, თედ ჯონასის განმარტებით, ახლა მხარეები არბიტრების დანიშვნის პროცესში არიან.
„ჩვენი მოთხოვნები მიღებულია და მხარეები არბიტრების დანიშვნის პროცესში იმყოფებიან. რამდენიმე თვეში საქართველოს მთავრობა აირჩევს არბიტრს. ასეთი დავები 3-4 წელი გრძელდება ხოლმე და ჩვენ ახლა დასაწყის ეტაპზე ვართ“, - ამბობს ჯონასი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა