მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ უნდა მოვტყუვდეთ, რომ ფაროსანის პრობლემამ ჩაიარა“ - ასოციაციის რჩევა ფერმერებს

60b232ad2aeab
თელარა გელანტია
29.05.21 17:06
2405
"ლიბერთი ბანკმა" თხილის მწარმოებელი ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით “თხილის ბარათი” შექმნა, რომელიც „თხილის მწარმოებელ ასოციაციის“ წევრი ფერმერებისთვის დაფინანსების ერთგვარი წყარო იქნება. “თხილის ბარათი” ფერმერებს საშუალებას აძლევს სეზონის ნებისმიერ დროს ფულად რესურსზე ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ. იმისათვის, რომ მათ მაღალხარისხიანი პროდუქცია ჰქონდეთ, მოსავალს უნდა მოუარონ, ხოლო ამისთვის ფულადი რესურსია საჭირო, სწორედ ამიტომ შევქმენით თხილის ბარათი. რაც შეეხება თანხის დაფარვას, როდესაც ფერმერი მოსავალს დააბინავებს და გაყიდის, მხოლოდ ამის შემდგომ მოხდება თანხის გადახდა. ფერმერებმა უკვე თხილის ბარათის აღება და მისი დახარჯვა დაიწყეს განაცხადა „საქმიან დილაში“ “ლიბერთის” მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ ირაკლი აბაშიძემ.

„თხილის ბარათის“ მნიშვნელობაზე „საქმიან დილაში“ საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავამაც ისაუბრა. „ჩვენი პოლიტიკა არის ასეთი - პირველ რიგში, ვახდენთ პრობლემის იდენტიფიცირებას და შემდეგ სხვადასხვა მოთამაშეებთან, მხარეებთან ამ საკითხებზე ვიწყებთ კომუნიკაციას, თანამშრომლობას და ვაღწევთ შედეგს. „თხილის ბარათის“ შექმნა ამის ერთ-ერთი მაგალითია. ჩვენი ასოციაციის 25 000 წევრი ამ პროდუქტით ისარგებლებს“, - აღნიშნა მან.

ამასთან, მერაბ ჭითანავამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ფაროსანის პრობლემა ბოლომდე არ გამქრალა და ფერმერებს რჩევებიც მისცა.

„მეთხილეები არ უნდა მოვტყუვდეთ, რომ ფაროსანის პრობლემამ ჩაიარა. არაფერს ჩაუვლია. ვართ აღმავლობის გზაზე, მაგრამ საჭიროა მუშაობა - დროული შეწამვლა, ბაღში სასუქის შეტანა და ა.შ. ვინც ასე არ მოიქცევა, ის იზარალებს. ასე იყო შარშან, როცა თხილის მაქსიმალური ფასი 9.7 ლარი დაფიქსირდა, მაგრამ იმ ფერმერებს, ვინც იზარმაცა და შესაბამისად, მაღალი ხარისხის მოსავალი ვერ მიიღო, მოუწიათ თხილი 4-5 ლარადაც ჩაებარებინათ. ფერმერებზე ბევრია დამოკიდებული. სწორედ მათ უნდა შეუწყონ ხელი ექსპორტიორ კომპანებს, რომ ხარისხიანი პროდუქტი გავიდეს ექსპორტზე“, - თქვა მერაბ ჭითანავამ.