მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ უყურებთ "არტარეას"? ამაზე ღიმილის გარეშე რა გიპასუხოთ“ - პრემიერი ე.წ. „გახარიას წერილზე“

5f40cefde30c4
თელარა გელანტია
22.08.20 11:53
1083
"ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პროკურატურის განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმადაც, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები გიორგი გახარიას არ ეკუთვნის.

საუბარია მუქარის შემცველ წერილზე, რომელიც მამუკა ხაზარაძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიიღო და მისი თქმით, წერილის ავტორი მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია იყო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მისთვის ამ სასაცილო ისტორიაში მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, რომ შეესრულებინა გამოძიებასთან თანამშრომლობის ვალდებულება, რაც შეასრულა.

„არტარეას" უყურებთ? უყურეთ "არტარეას" და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი ნამდვილად გაეზარდა "არტარეას". ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ, ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რა იყო - მე ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის, გამოძიებასთან თანამშრომლობისა, უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე, ისევე როგორც სხვებმაც უნდა შეასრულონ,“ - განაცხადა პრემიერმა.