პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სპეციალური ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ის ამ ბრიფინგზე ევროკავშირის 12 ვალდებულებაზე "პუნქტობრივად საუბარს არ აპირებდა". ამავე კითხვაზე პასუხში პრემიერმა თქვა, რომ ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი “ავანსად” მისცა და “შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ჯერ არ მივიღეთ ავანსად ეს საჩუქარი”. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამით საქართველოს დეპოლარიზაციის განხორციელებისთვის უფრო დიდი მოტივაცია ექნება. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე აცხადებს, რომ ხელისუფლება ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ვალდებულებებს შეასრულებს.
“არ ვაპირებდი პირობებზე მესაუბრა პუნქტობრივად. ხალხს კარგად ესმის, მაგრამ მინდა თქვენ აგიხსნათ კარგად. უკრაინა არის რეალურ ომში, დიდ ომშია და უბედურებაში, მოლდოვა არის მძიმე მდგომარეობაში, მათ ორივეს განუსაზღვრეს პირობები ანუ დათქმები გაუკეთეს ისევე როგორც ჩვენ, ავანსად რომ წაეხალისებინათ და ამის თაობაზე გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, საჯაროდ თქვა, რომ უკრაინას აძლევენ სტატუსს, რომ უკრაინა არის ომში და ვალში ვართო. მოლდოვა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ვამბობთ, რომ მათაც განუსაზღვრეს პირობები. მათაც მისცეს საჩუქარი და დავარქვათ საჩუქარი. ჩვენ შემთხვევაში გვითხრეს, რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ მანამ, სანამ ამ პირობებს არ შეასრულებთ.
მე თუ მკითხავთ, ვითვალისწინებ რა უკრაინის მძიმე მდგომარეობას, გამანადგურებელ ომს, მოლდოვის მდგომარეობას - ორივე ქვეყანას ჩვენ მიღწევებით და შეფასებებით ვუსწრებთ, ამის მიუხედავად შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ჯერ არ მივიღეთ ავანსად საჩუქარი და შემდეგ პირობები არ მოგვთხოვეს, არამედ პირიქით. რატომ? პოლარიზების დასრულება, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, რადგან ეს ჩვენი გასაკეთებელი არაა და ოპოზიციის გასაკეთებელია, პოლარიზების შემცირებას საჩუქრის შემდეგ, მოტივაცია აღარ იქნებოდა იმდენი, რომ ეს მომხდარიყო. ახლა ორივეს - მმართველ ძალას და ოპოზიციას გვაქვს ვალდებულება ეს პირობა შევასრულოთ.
სასამართლოს რაც შეეხება, არ ვიცი თქვენ როგორ საქართველოში ცხოვრობდით, ჩვენ ჩავიბარეთ უდიდესი გამოწვევებით აღსავსე სისტემა, 10 წლის განმავლობაში ჩვენ სასამართლო გარდავქმენით ნოტარიუსის ოფისიდან, რეალურ დამოუკიდებელ გამჭვირვალე სისტემად. პიროვნებებზე ნუ ვისაუბრებთ, ვილაპარაკოთ სისტემაზე, სისტემის გამჭვირვალობაზე. ანგარიშვალდებულებაზე ვილაპარაკოთ. გამამტყუნებელი განაჩენების რაოდენობაზე ვილაპარაკოთ, ვილაპარაკოთ სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობაზე. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ და ყველა მიმართულებით გვაქვს რეალური პროგრესი, ამის მიუხედავად ჩვენ ბრიუსელთან ერთი თვის წინ შევთანხმდით ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც ასევე ჩაიწერა, რომ უნდა განვახორციელოთ სასამართლო რეფორმა, ანუ სხვა მიმდინარე პროცესში არსებული რეფორმები.
ჩვენ რომ ჩავატარეთ სასამართლოში რეფორმები, გგონიათ თვითკმაყოფილებაში აღმოვჩნდით და ყველაფერი დასრულდა? რა თქმა უნდა არა, რეფორმები გრძელდება ყველგან, მათ შორის ევროპაში. ავიღოთ ევროპელების მომზადებული შეფასებები, კრიტერიუმები და პარამეტრები. ჩვენ ამ პარამეტრებით ჩვენი სისტემა ბევრად უსწრებს მათ შორის ბევრი ევროპული სახელმწიფოს სისტემებს. ასე რომ ეს მემგონი არის ნორმალური მუშა პროცესი. ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატია ვართ მეგობრებო, სულ რაღაც 10 წელია, ძალიან ბევრი რეფორმა და ხელშესახები პროგრესი მოვიტანეთ.
აშშ-ს დასჭირდა 200 წელი და უფრო მეტიც, რათა მიეღწია მართლაც სამაგალითო სისტემისთვის, ევროპაშიც, ათეული წლები დასჭირდათ, რათა მიეღწიათ ასეთი პროგრესისთვის და ჩვენ ახალგაზრდა დემოკარტიის პირობებში, 10 წელში რეალური, ხელშესახები პროგრესი მოვიტანეთ. რა თქმა უნდა ყველა ამ პირობას შევასრულებთ.
ერთი კვირა გავიდა, რაც ეს ჩამონათვალი ვიხილეთ და გუშინ ეს დაამტკიცა ევროპულმა საბჭომ, თქვენ რა გარანტია გქონდათ, რომ მიიღებდნენ ან არ მიიღებდნენ, ან არ მიიღებდნენ?”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი