მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ ვართ მარტივად სამართავი ერი, ყველას პირველობა გვინდა, მათ შორის მეც– ლაშა პაპაშვილი

600d8ca1db76c
სალომე მეცხვარიშვილი
24.01.21 23:00
959
ჩვენ არ ვართ მარტივად სამართავი ერი და ყველას პირველობა გვინდა, მათ შორის მეც,- ამის შესახებ “რედიქს ჯგუფის” დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა გადაცემა “Forbes კვირას” განუცახადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მართვისთვის აუცილებელია გრძელვადიანი გეგმების არსებობა და ამ გეგმებზე სრულიად საზოგადოება უნდა თანხმდებოდეს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში და ზოგადად სამხრეთულ ქვეყნებში ყველას პირველობა უნდა, პაპაშვილი ამბობს, რომ ეს ბევრად რთულია.

“არ შეიძლება სახელმწიფო განავითარო მოკლევადიანი გეგმებით. ცეცხლების ჩაქრობა კარგია, აუცილებელია, მაგრამ...სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ მარტივად სამართავი ერი და ყველას პირველობა გვინდა, მათ შორის მეც. მაქვს მეც ასეთი ამბიცია, მაგრამ ამას არ უნდა გადავაყოლთ ქვეყანა.

გრძელვადინი გეგმები და ადგილორივი თვითმმართველობების გაძლიერება – ესაა მნიშვნელოვანი. ყველა რაიონს უნდა ჰქონდეს განვითარების საკუთარი პოლიტიკა. ჩვენი მიზანია კონკრეტული ვადიანობის პროექტები შევიმუშავოთ – ენერგეტიკაში, სოფლის მეურნებაში და ა.შ. საუბარია 20–50–წლიან გეგმებზე”,– ამბობს ლაშა პაპაშვილი.