მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ ვართ მომხრე, საგადასახადო შეღავათები შეეხოს მხოლოდ გარკვეულ სექტორებს - ჭიაბერაშვილი

5e9d9a5fdf0e7
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.20 22:40
1099
„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმის არსებობას დაავადების გავრცელების პროგნოზების არ არსებობის მიუხედავად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

BM.GE-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ეკონომიკური აქტივობის განახლების შემგომ ეკონომიკა ისევ იმ პოზიციაზე ვერ დაბრუნდება, რომელზეც პანდემიანდე იყო.

ეკონომიკური გეგმის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს. იმისდა მიუხედავად, როგორი იქნება ჩვენთან ეპიდემიოლოგიური სურათი კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკის განახლების შემდეგ ჩვენ ეკონომიკური აქტივობის ისევ იმავე წერტილში ვერ დავბრუნდებით, რაც აქტივობის შეწყვეტამდე იყო. ეს რომ არ მოხდება ყველამ კარგად ვიცით.

თავი რომ დავანებოთ იმ სექტორებს, რომელიც პიდრაპირ დაზარალდა, მაგალითად ტურიზმი, დაზარალდა უკლებლივ ყველა სექტორი. ანუ ნებისმიერ სფეროში რთული იქნება მუშაობის განახლება. ამიტომ არ ვართ მომხრე იმის რომ საგადასახადო შეღავათები შეეხოს გარკვეულ სექტორებს, ჩვენ ვემხრობით რომ ეს შეღავათები შეეხოს მთელ ეკონომიკას, იმიტომ რომ საერთო მიდგომა მთელ ეკონომიკაზე მოგვცემს იმას, რომ ინვესტიციამ და ბიზნესმა იპოვოს ყველაზე ადეკვატური წერტილები, სადაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა იყოს“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.