მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ ვფიქრობთ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა, კრიზისულ სიტუაციამდე მიგვიყვანს - ბუცხრიკიძე

633f1cb672bbd
ალა ისპირიანი
06.10.22 22:20
808
“თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა, რაიმე კრიზისულ სიტუაციას არ შექმნის.

უფრო მეტიც, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 2023 წლის განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარზე ფასების დასტაბილურების მოლოდინი აქვს.

„წელს უძრავი ქონების ბაზარზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა იყო, თუმცა უფრო მეტად ეს გაქირავების ბიზნესს შეეხო. თუმცა ის ზრდა, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე იყო არ ვფიქრობთ, რომ ეს ისეთი ზრდა იყო, რამაც შეიძლება კრიზისულ სიტუაციამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობთ ამის დასტაბილურება 2023 წლის განმავლობაში მოხდება“, - ამბობ იგი.

რაც შეეხება ეკონომიკის ზრდის მოლოდინებს, “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი პროგნოზირებს, რომ წელს ეკონომიკის ზრდა 10,6%-ის ფარგლებში იქნება.

ვახტანგ ბუცხრიკიძეს პოზიტიური მოლოდინები აქვს ინფლაციასთან დაკავშირებითაც და იმედი აქვს, რომ შემცირებას დაიწყებს.