სპეციალისტები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც მინისტრმა კლინიკები პანდემიის პერიოდში საწოლფონდის არაეფექტური მართვის გამო გააკრიტიკა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი ქეთევან ჩხატარაშვილი bm.ge-ისთან საუბარში განმარტავს, რომ მართვის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე კონკრეტული რგოლი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, რადგან აქ ყველას პასუხისმგებლობაა, ვინც პანდემიას მართავს.
„არ ვიცი, რითია უკმაყოფილო ქალბატონი მინისტრი, მაგრამ არის მომენტები გარედან მყოფი ადამიანისთვის, რომ პროცესების სწორად მართვა არ ხდება. იგივე შეიძლება შეეხოს ჰოსპიტალურ სექტორს. მარტო საწოლი და სასუნთქი აპარატი არ განსაზღვრავს ჯანდაცვის სისტემის მზაობას მსგავსი სიტუაციების დროს - ეს ერთი და მეორე, ვიცი, რომ რესურსი მწირია. არ ვართ ჩვენ არც ამერიკა და არც დიდი ბრიტანეთი, ვიცით, რომ რესურსი შეზღუდულია და ეს რესურსი მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული.
თუ საუბარია საწოლების რაოდენობაზე და ვინ უნდა იყოს მოთავსებული ჰოსპოტალში, ჩვენთვის არ არის ცნობილი ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას. პირველადი ჯანდაცვის რგოლი უნდა იყოს ის, ვინც ე.წ. ტრიაჟს უნდა აკეთებდეს, შესაბამისად, რამდენად სწორად კეთდება ტრიაჟი და მიიღება გადაწყვეტილება, ასევე, რამდენი ხანი წვება ეს ხალხი ჰოსპიტალში, ერთი თემაა.
მეორე საკითხია, რამდენი ხანი რჩებიან ეს ადამიანები სამედიცინო დაწესებულებებში; რეალურად სჭირდებათ თუ არა ჰოსპიტალში ყოფნა... ეს ავტომატურად იწვევს საწოლების დატვირთვას და ადამიანები, რომლებსაც რეალურად სჭირდება ჰოსპიტალში მოხვედრა, მათთვის შეიძლება საკმარისი საწოლი აღარ იყოს“, - აცხადებს ქეთევან ჩხატარაშვილი.
ჯანმოს ექსპერტი დასძენს იმასაც, რომ პროცესების მართვასთან ერთად, მნიშვნელოვანია არსებული სიტუაცია ანალიზდებოდეს, რადგან მხოლოდ საწოლების რაოდენობა შეფასებისთვის საკმარისი არ არის.
აღსანიშნავია, რომ დღეს ჯანდაცვის სპეციალისტების ჯგუფმა, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში არსებულ ჯანდაცვის პლატფორმაზე არიან გაერთიანებული, მთავრობას ღია წერილით მიმართა. მიმართვა პანდემიის ეფექტური მართვისთვის ექსპერტთა ჯგუფის 5-პუნქტიან რეკომენდაციებს მოიცავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა