“არ ვიცი საარჩევნო თუ საახალწლო საჩუქარია, მაგრამ დადებითი მოვლენაა ქალაქისთვის”- ასე აფასებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი მამუკა სალუქვაძე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის საკითხს. მისი თქმით, თბილისის ცენტრალურ ნაწილში რეკრეაციული ზონების ნაკლებობაა, აღნიშნული საქალაქო პარკი კი ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს მცირედით მაინც მოაწესრიგებს.
“ჩვენთან როგორც წესი გამწვანებული ტერიტორიები ერთმანეთისგან მოწყვეტით არის განლაგებული. ქუჩები უნდა გადაიარო, გადალახო, რომ ერთი გამწვანებული ტერიტორიიდან მეორეზე მოხვდე. ამ შემთხვევაში ძალიან კარგი იქნება იპოდრომის და მზიურის ერთმანეთთან დაკავშირება ფეხით მოსიარულეთა ბილიკებით ან ველო ტრასებით, ისე როგორც ჩვენ ერთ-ერთ კონცეფციაში გვქონდა, რომელიც მიწათსარგებლობის გენერულ გეგმაში იყო ჩადებული და რომელიც შევთავაზეთ თბილისის მერიას. ყველა შემთხვევაში ძალიან კარგია, მე არ ვიცი ეს საჩუქარი საარჩევნოდ არის თუ საახალწლოდ, მაგრამ ეს დადებითი მოვლენა არის ქალაქისთვის. ჩვენ ასე უნდა შევხედოთ ამას და მისი პოლიტიზირება ალბათ არ არის საჭირო, რადგან ეს ქალაქს მართლა ძალიან სჭირდება", - ამბობს "სითის ინსტიტუტის" დირექტორი.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი და ფონდი "ქართუ" თბილისს იპოდრომის ტერიტორიას გადასცემს, სადაც ცენტრალური პარკი გაშენდება. პროექტი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაჯდება და 2-3 წელიწადში დასრულდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა