მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ ვიცი, ვის რა ინტერესი აქვს" - კალაძე "ანას ბაღთან" დაკავშირებით ბრალდებებს პასუხობს

5e26b14eca7c5
ინგა მურუსიძე
21.01.20 12:13
974
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მისი მერობის პირობებში მწვანე სივრცეებს საფრთხე არ დაემუქრება, შესაბამისად, მერის თქმით, "ანას ბაღს" საფრთხე არ ემუქრება.

კალაძე გამოეხმაურა ვარკეთილში მდებარე „ანას ბაღის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ადგილობრივების საპროტესტო აქციების უკან მერია დგას.  

„დედაქალაქის მერია არაფერ შუაში არ არის არც აქციებთან, არც კონტრაქციებთან და არც მშენებლობასთან. ჯერ კიდევ წინა მერის დროს იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვა სრულიად კანონიერად და კანონის ფარგლებში. ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი. როცა ამირჩიეს, დროებით შევაჩერე მშენებლობა, შევისწავლეთ საკითხი და მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო კანონის ფარგლებში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ "ანას ბაღს", მწვანე სივრცეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მით უმეტეს, ჩემი მერობის პირობებში. მე პირობა მაქვს დადებული, რომ არც ერთ რეკრეაციულ სივრცეში, პარკსა და სკვერში, მშენებლობები ვერ და არ განხორციელდება. "ანას ბაღს" არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ბრალდებები არის თითიდან გამოწოვილი. არ ვიცი, ვის რა ინტერესები აქვს, თუმცა "ანას ბაღი" იქნება ერთ-ერთი რეკრეაციული სივრცე, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება. იქ, სადაც მშენებლობა მიუღებელი და დაუშვებელია, არასწორი ნებართვაა გაცემული, მშენებლობა არ განხორციელდება, მაგრამ ვიღაცამ რომ თქვას, მე არ მინდა, მშენებლობა განხორციელდეს - ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა ადგილობრივი მოსახლეობა ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.