მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ ვიცით, მარტში როგორ შევძლებთ ხელფასების გაცემას" - "ვექტორ თრეველი"

5e5f894654fc8
ვიქტორია მღებრიშვილი
04.03.20 20:40
1158
ტურისტული კომპანია „ვექტორ თრეველი“ ტურიზმის სექტორში კორონავირუსის გამო ჯავშნების შემცირებაზე საუბარობს და ამ სიტუაციაში უმთავრეს პრობლემად თანამშრომლების შენარჩუნებას ასახელებს.

როგორც BM.GE-ის „ვექტორ თრეველის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მარიკა ცქიტიშვილმა განუცხადა, იანვარში სამ თანამშრომელზე შრომის ანაზღაურების სახით 9 000 ლარის გაიცა, ხოლო ახლა შემცირებული ჯავშნების გამო, არ იციან, ანაზღაურება როგორ გადაუხადონ.

„ეს არის ის მდგომარეობა, საიდანაც გამოსავალი მართლა არ ვიცი, რა არის. იანვარში ჩვენი სახელფასო ბიუჯეტი 9 000 ლარს შედგენდა და ეს მხოლოდ 3 თანამშრომლის ხელფასია. მესმის, რომ იანვარ-თებერვალი ტურისტულად დაბალი სეზონია, მაგრამ როდესაც მარტის და აპრილის ჯავშნები უქმდება, ჩვენთვის ეს ძალიან დიდ დარტყმას წარმოადგენს. ვერ წარმოიდგენთ, რა რესურსი ჩავდეთ, რომ ჩვენი თანამშრომლები გადაგვემზადებინა, ყველაზე რთული ჩვენს სექტორში კვალიფიციური კადრის მოპოვებაა და ახლა - მარტში, არ ვიცით, როგორ შევძლებთ ხელფასების გაცემას და როგორ შევინარჩუნებთ თანამშრომლებს“, - აცხადებს მარიკა ცქიტიშვილი.

ამასთან, „ვექტორ თრეველის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის მარტ-აპრილში ყველა ჯგუფური ჯავშანი გაუქმებულია.

„ჩვენ მხოლოდ შემომყვან ტურიზმზე ვმუშაობთ - ჩინეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთისა და ბულგარეთის მიმართულებით. თებერვალში, მარტსა და აპრილის თვეებში ყველა ჯგუფური ჯავშანი გაუქმდა და დაიწყო ინდივიდუალური ჯავშნების გაუქმებაც, ხოლო მაისში, ივნისსა და ივლისში გაკეთებული ჯავშნები, აბსოლუტურად ყველა ჯგუფმა მოლოდინის რეჟიმში გადამაყვანინა“, - აღნიშნა მან.