13.მაისი .2020 23:19

არ ვიძლევით არანაირ პირობას, რომ 22 მაისს ყველა შეზღუდვა სრულად მოიხსნება - მინისტრი

views 3795
უკან

„არ ვიძლევით არანაირ პირობას, რომ 22 მაისს ყველა შეზღუდვა სრულად მოიხსნება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდსიტუაცია ცვალებადია და მთავრობა დაკვირვებას აგრძელებს.

„ჩვენ ჯერ არ გვქონია ისეთი დღე, როდესაც რამდენიმე დღის მანძილზე საერთოდ არ დაფიქსირებულა ინფექცია. აქედან გამომდინარე, შეზღუდვების სრულ მოხსნაზე საუბარი არ მიმდინარეობს. 22 მაისამდე ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებით... დღესდღეობით, გვაქვს კიდევ რამდენიმე დღე, რომ დავაკვირდეთ. წინასწარ არ ვიძლევით არანაირ პირობას, რომ 22 მაისს სრულად მოიხსნება ყველა შეზღუდვა, დაკვირვება მიმდინარეობს და თუ 3-4 დღის მანძილზე გვექნება ინფიცირებისგან სრულიად თავისუფალი დღე, ამის მერე გვექნება საფუძველი, რომ ვიმსჯელოთ საკარანტინო ღონისძიებების სრულ მოხსნაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ: საქართველოში საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს ვადა 22 მაისს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა