მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არ ვითხოვთ სუბსიდირებას, უბრალოდ მოგვეცით ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება”

5fd45ad2e6616
ანუკა ჯოხაძე
12.12.20 10:15
702
“არ ვითხოვთ სუბსიდირებას უბრალოდ მოგვეცით ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება”- ამის შესახებ MYWAYAIRLINES-ში აცხადებენ.

როგორ კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსი თამარ ქობულაშვილი ამბობს, მთავარი გამოწვევა ის ბიუროკრატიული ბარიერებია, რასაც არსებულ პირობებში კონკრეტული რეისების განხორციელებისას აწყდებიან, ეს კი მათ საქმიანობაზე ნეგატიურად აისახება. თამარ ქობულაშვილი თქმით, ისინი სახელმწიფოსგან სუბსიდირებას ან სხვა სახის შეღავათის მოლოდინში არ არიან, მათი ერთადერთი მოთხოვნაა ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერის გარეშე მუშაობის საშუალებაა.

“ბიუროკრატიული მექანიზმების გამარტივებაში ვგულისხმობ იმას, რომ ავიაკომპანიამ დროებით მიიღოს ნებართვები ფრენებზე. არის შემთხვევები, როდესაც მგზავრთა გადაყვანა ხდება მხოლოდ ერთი მიმართულებით, რაც ავიაბილეთის ფასს ზრდის და შესაბამისად მოთხოვნაც მცირდება. როცა ფრენაზე ნებართვას ვიღებთ რამდენიმე დღით ადრე და რეისი დადასტურებული არ არის, ამ დროს ძალიან რთულია აწარმოო გაყიდვები. ძნელია 170-ადგილიანი თვითმფრინავი დატვირთო ისე, რომ საოპერაციო ხარჯებიც დაფარო და დამატებით მოგებაც დაგრჩეს. არ ვითხოვთ არანაირ სუბსიდირებას უბრალოდ მოგვეცით ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება", - ამბობს MYWAYAIRLINES.