მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ ვითხოვთ სუბსიდირებულ დახმარებას, ვითხოვთ მოგვეცეს მუშაობის საშუალება“ - გიდი

5f637f7295362
ვიქტორია მღებრიშვილი
17.09.20 19:00
1051
"არ ვთხოვთ მთავრობას სუბსიდირებულ დახმარებას, ჩვენ ვითხოვთ, რომ მოგვეცეს მუშაობის საშუალება", - ამის შესახებ ტურიზმის საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ინიციატორმა ალექსანდრე გიორგიძემ BMG-ის საპროტესო აქციის დაწყებამდე განუცხადა.

მისი განმარტებით, აქციის მთავარი მიზანია ხელისუფლებას ტურიზმის ამოქმედების აუცილებლობა შეახსენონ, რომელიც მე-8 თვეა გაჩერებულია.

„უმძიმეს მდგომარეობაშია ტურიზმის სექტორი და რადგან ჩვენი ეკონომიკა მიბმულია ტურიზმზე, შესაბამისად, ეკონომიკაც,
ფაქტობრივად, განულებულია გადასახადები, რითიც ივსება ბიუჯეტი. ჩვენი მოთხოვნებიც აქედან გამომდინარეობს. არ ვiთხოვთ სუბსიდირებულ დახმარებას, ჩვენ ვითხოვთ, რომ მოგვეცეს მუშაობის საშუალება.

მუშაობა ვერ დაიწყება თუ არ აღდგება რეგულარული ფრენები, იმ ქვეყნებთან, რომლებსაც კარგი ეპიდსიტუაცია აქვთ. მთავარი მოთხოვნაა, ასევე, კარანტინის გაუქმება და ერთ-ერთი მოთხოვნა, რაც წინა აქციისგან განსხვავებით დაგვემატა, ეს არის საბანკო ვალდებულებების გადავადება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, რადგან სექტორი ვერ მუშაობს, შემოსავალი არ აქვს და ამაშიც ვითხოვთ ხელშეწყობას“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.

გიდი მიიჩნევს, რომ შიდა ტურიზმმა სექტორის ამოქმდებას ხელი ვერ შეუწყო.

„შიდა ტურიზმი, როგორც დასაწყისში ეფემერულად იყო, ისევე დარჩა. დაიტვირთა მხოლოდ მინიმაlურად ზღვისპირეთის და მთის ნაწილი, რაც შეეხება კლასიკურ ტურიზმს, ამასთან, შიდა ტურიზმს არანაირი შეხება არ ჰქონია. შესაბამისად, შიდა ტურიზმმა შემოსავლების მეათედიც არ დატოვა, რაც გვაქვს ხოლმე, ამიტომ ბევრი გიდი და კომპანია ზედიზედ იხურება“, - აღნიშნა მან.