მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ ვიტყოდი, რომ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი მთავრობის პასუხისმგებლობაა - ცერცვაძე

623c62222fc3f
მარიამ ვარადაშვილი
24.03.22 19:31
656
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს თენგიზ ცერცვაძეს მიაჩნია, რომ მთავრობა ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე პასუხისმგებელი არ არის.

აცრილთა მცირე რიცხვს ცერცვაძე ანტივაქსერულ განწყობებს უკავშირებს და ამბობს, რომ თვის ბოლოსთვის "ფაიზერის" ვაქცინა კიდევ შემოვა საქართველოში და მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ახლა მაინც აიცრას.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაინტერესდა, როგორ აფასებდა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომელიმაც თქვა, რომ ვაქცინის გაფუჭებით ქვეყანას ფინანსურად არ უზარალია, რადგან ნაჩუქარი იყო. ცერვაძის თქმით, მინისტრის ეს განცხადება არ იცის.

“ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და არ ვიტყოდი, რომ ეს არის ქვეყნის ხელმძღვანელობის ან ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა, რადგან საქართველოში საუკეთესო პირობები იყო შექმნილი, მაგრამ მოსახლეობამ რიგი სკეპტიკური განწყობების, ანტივაქსერული მოძრაოებისა და სხვათა გამო არ გამოიყენა ეს შანსი. ამის გამო საქართველო არ არის სრულად ვაქცინირებული ქვეყანა სხვებისგან განსხვავებით და მხოლოდ მესამედია ვაქცინირებულია. ძალიან ცოტაა მესამე ბუსტერ დოზით აცრილი. ეს ვაქცინების სიმცირით არ იყო განპირობებული. შემოტანილი გვქონდა ვაქცინების დიდი რაოდონობა, თან საუკეთესო ვაქცინების. მოსახლეობამ არ გაიკეთა ვაქცინა. ყველა მედიკამენტს, მათ შორის ვაქცინას ვადა გასდის”,-აცხადებს ცერცვაძე.