მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ ვთვლი, რომ ჩემ მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი აუცილებლად დადებითად უნდა შეფასდეს"

5e3ad233158da
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.20 18:37
1136
„მე მომხრე ვარ და მზად ვარ ნებისმიერი ჯანსაღი კამათისთვის, მოვისმინო ჯანსაღი კრიტიკა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების მიერ 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებული კითხვების პასუხად განაცხადა.

„საერთოდ არ წარმოადგენს ჩემს მიზანს, არც ერთ ფორმატში, გამოვიწვიო ნებისმიერი დაპირისპირება, ვინაიდან ვთვლი, რომ დაპირისპირება არ არის შედეგის მომტანი. მე მომხრე ვარ და მზად ვარ ნებისმიერი ჯანსაღი კამათისთვის, მოვისმინო ჯანსაღი კრიტიკა. ასევე ნამდვილად არ ვთვლი, რომ ნებისმიერი, ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯი აუცილებლად უნდა იყოს შეფასებული დადებითად; სასურველია, რომ მას მოჰყვეს კრიტიკა, ვინაიდან დროული კრიტიკა აზღვევს ადამიანს შეცდომებისგან. შესაბამისად, ეს არის ჩემთვის ძალიან მისაღები, რომ ეს დადგენილება არის ასეთი ხმაურიანი, მაგრამ მიუხედად ამისა, ვთვლი, რომ ის არის აუცილებელი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

შეგახსენებთ: სამედიცინო დაწესებულებების მფლობელები, ასევე ექიმები მთავრობის 520-ე დადგენილებას, რომლის თანახმად, საყოველთა ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ახალი ტარიფიკაცია მოხდა და ტარიფები გათანაბრდა, პერმანენტულად აკრიტიკებენ.