მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არა - ალკოჰოლს, არა - იმუნოსტიმულატორებს - ლევან რატიანის რეკომენდაციები

5e9d593ca2321
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.20 12:27
15622
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, რეანიმატოლოგი ლევან რატიანი ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში სწორი კვების მნიშვნელობასა და ასევე ინფიცირების პრევენციისთვის სხვადასხვა იმუნოსტიმულატორის მიღების შესახებ საზოგადოებას რეკომენდაციებს აძლევს. 

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ ისაუბრა. 

„ყველა დაავადებისთვის კვებას აქვს მნიშვნელობა. დაავადებულ პაციენტებს კვების კალორაჟი იმაზე ნაკლები უნდა ჰქონდეთ, ვიდრე ჩვენ ვღებულობთ; იმაზე მეტი საკვების მიცემის შემთხვევაში, რაც ფიზიოლოგიურად არის საჭირო, ორგანიზმი მეტ ენერგიას ხარჯავს, ამიტომ მეტი ენერგია რომ არ დახარჯოს ორგანიზმმა კვებაზე, ნაკლები საკვები უნდა მივცეთ. რაც უფრო ნაკლებ ენერგიას დახარჯავს ორგანიზმი მონელებისთვის, უკეთესია დაავადებულისთვის“, - განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა.

წამყვანის კითხვას - რომელი იმუნოსტიმულატორების მიღება შეიძლება ამ პერიოდში, ლევან რატიანი შემდეგნაირად პასუხობს: „ყველა წამალი შხამია და გამოიყენება სამკურნალოდ, თუმცა პროფილაკტიკა, მაგალითად, დავლიე ცინკი - არა; დავლიე C ვიტამინი - არა... ჯანმრთელი კვება მხოლოდ, ცილოვანი საკვები...“.

ლევან რატიანი არც პოლივიტამინების მიღების რეკომენდაციას იძლევა.

„პოლივიტამინები - არავინ იცის ეს ვირუსი, რომელ მიკროელემენტს გამოიყენებს ამ დაავადების გართულებაში. უცნობი ვირუსია, შეიძლება წაახალისოს და სტიმულაცია მისცეს.  ასევე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიონ ალკოჰოლი, რომელიც ძაან თრგუნავს იმუნიტეტს“, - ამბობს ექიმი.