მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაა აუცილებელი, ლირის ისტორიულ გაუფასურებას ლარის გაუფასურება მოჰყვეს - თიბისი კაპიტალი

6176a03b64872
ვიქტორია მღებრიშვილი
25.10.21 20:00
586
„ლირის ისტორიულ გაუფასურებას არ არის აუცილებელი ლარის გაუფასურება მოჰყვეს“, - ასე აფასებს თიბისის მთავარი ეკონომისტი ლარის გაცვლით კურსზე თურქული ლირის გავლენას.

„თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან ამ შეფასების გამომწვევი მიზეზებია განმარტებული.

„სექტემბრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლების მიხედვით პროდუქტთა ჩამონათვალში არსებითი ცვლილებები არ შეინიშნებოდა. ამასთან, ქვეყნების მხრივ აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ექსპორტმა მნიშვნელოვნად იმატა და ხვედრითი წილი ევროკავშირზე უფრო მაღალი იყო. ასევე, ევროკავშირის წილი იმპორტში პირველ ადგილზე შენარჩუნდა. საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში, საერთო აღქმის საპირისპიროდ, იმპორტში თურქეთის წილი სტაბილურია, ექსპორტში კი მზარდი.

ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა და ელჩებთან დაკავშირებული განცხადების შედეგად, ლირა დამატებით დასუსტდა და აშშ დოლართან მიმართებაში, ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მიუხედავად ამისა, „თიბისი კაპიტალი“ წინა შეფასებას ინარჩუნებს, იმის შესახებ რომ არ არის აუცილებელი ლირის გაუფასურებას ლარის გაუფასურება მოჰყვეს მაშინ, როდესაც ლარი ლირის მიმართ მყარდებოდა ლარის ყველა სხვა სავაჭრო პარტნიორის საშუალო გაცვლით კურსზე უფრო მეტად, როგორც ეს სადღეისოდ ფიქსირდება, თურქეთის წილი იმპორტში დაახლოებით ცხრათვიანი ჩამორჩენით იზრდებოდა, თუმცა ამას ჯამურ იმპორტზე მატერიალური ზეგავლენა არ ჰქონია. ეს მიუთითებს, რომ თურქული იმპორტი ძირითადად კონკურენციას სხვა იმპორტს უწევს და არა ადგილობრივ მწარმოებლებს. არადა, ამ მხრივ ლირის ლართან კავშირი მხოლოდ ჯამური იმპორტის დინამიკიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამასთან, თურქეთში ექსპორტსა და გაცვლით კურსს შორის, რაიმე კორელაცია არ იკვეთება“, - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში.