მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაა გამორიცხული, მომდევნო 12 თვეში დეფლაციასაც ჰქონდეს ადგილი - TBC Capital

62f0cca5b1356
გიორგი თოლორდავა
08.08.22 12:34
18404
თიბისი კაპიტალი მთავარი ეკონომისტისგან თემატურ განახლებას აქვეყნებს, სახელწოდებით: აქვს თუ არა ადგილი ეკონომიკის გადახურებას?

პუბლიკაციაში მიმოხილულია არაერთი ეკონომიკური ინდიკატორი, მათ შორის, მშპ-ის ზრდის პროგნოზი, ვალუტის კურსი, ინფლაციისა და ხელფასების სხვადასხვა მაჩვენებელი, დაკრედიტებისა და სექტორული აქტივობის დინამიკა.

თიბისი კაპიტალის შეფასებით, აგვისტოდან ყოველთვიური ინფლაცია სამიზნეზე დაბალი იქნება და არაა გამორიცხული, რომ მომდევნო 12 თვეში დეფლაციასაც კი ჰქონდეს ადგილი.

„ამის მიზეზი, ერთი მხრივ საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემცირება და გამყარებული ლარია, მეორე მხრივ კი, წლის დარჩენილ პერიოდში, პირველ ნახევართან შედარებით, სეზონური შესწორების გათვალისწინებით ეკონომიკური აქტივობის შენელებაა“, - წერია ანგარიშში.

„ეკონომიკის პოტენციური დონის შეფასების კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა საინვესტიციო აქტივობა. ასევე, განსაკუთრებით შედარებით მაღალპროდუქტიული მიგრანტების ხარჯზე, მეტია ეკონომიკის პოტენციალში სამუშაო ძალის კონტრიბუცია. შედეგად, ამ უფრო თეორიულ, მაგრამ მაინც ანგარიშგასაწევ ინდიკატორზე დაყრდნობით, ეკონომიკის პოტენციური დონიდან მნიშვნელოვანი გადახრა არ იკვეთება.

ამდენად, მიმდინარე და საპროგნოზო მაჩვენებლებში მკვეთრი განსხვავებაა და დასკვნაც შესაბამისია. ამ ფონზე, თიბისი კაპიტალის აზრით, ზრდის დამატებით შეზღუდვა რისკის შემცველია. შესაბამისად, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ წლის ბოლოსკენ მონეტარული პოლიტიკის შერბილებაა მოსალოდნელი. ასევე, ფისკალური დეფიციტის მკვეთრი შემცირება სათუოა ზემოაღნიშნული არგუმენტებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების საჭიროება, როგორც ყოველთვის მაღალია. ამ მხრივ, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, რეგიონულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მიმართულებაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ქალაქები, სადაც პოსტსაბჭოთა პერიოდში მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდა და როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ თბილისისა და ბათუმის გარდა, საქართველოს რეგიონებიდან მუშაობა ქვეყნის ერთ-ერთ ძირითადი კონკურენტული უპირატესობაა“. - აღნიშნულია მთავარი ეკონომისტის განახლებაში.