2022 წლის განმავლობაში საქართველო 4 მილიარდამდე დოლარის ფულად გზავნილებს მიიღებს - ამ პროგნოზს Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე აკეთებს. გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ქავთარაძემ განაცხადა, რომ მათ გზავნილების პროგნოზი, რაც 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა 3.8 მილიარდამდე გაზარდეს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ფაქტობრივად მისი მოცულობა 4 მილიარდიც იყოს.
“განვაახლეთ ფულადი გზავნილების პროგნოზი, მანამდე 3.5 მილიარდ დოლარს ვპროგნოზირდებდით წლიურად, ახლა 3.8 მილიარდს ვპროგნოზირებთ. ამასთანავე, არაა გამორიცხული გზავნილებმა 4 მილიარდსაც კი მიაღწიოს.
რაც შეეხება ტურიზმის შემოსავლებს, 2.5 მილიარდი დოლარი გვაქვს უკვე 9 თვეში, ტურიზმის შემოსავალმა მესამე კვარტალში 2019 წლის მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა, მოსალოდნელია, რომ 2019 წლის დონეზე მთლიანად აღდგეს ტურიზმი და ფაქტობრივად მივიღოთ შემოსავალი 3.3 მილიარდი, 4 მილიარდამდე ფულადი გზავნილები,”- განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
2021 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 2.3 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, ხოლო 2022 წლის 9 თვეში მისი მოცულობა უკვე 2.8 მილიარდ დოლარს აჭარბებს. წელს ყველაზე მეტი თანხა - 1.1 მილიარდი დოლარი რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხეს, რაც მთლიან წინა წელთან შედარებით 700 მილიონით მეტია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი