მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაბთა გაერთიანებული საამიროები ბიზნესისთვის პირველად საშემოსავლო გადასახადს აწესებს

61f8c1244b34d
სალომე ჭიპაშვილი
01.02.22 23:40
2752
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლება ბიზნესისთვის პირველად ფედერალურ საშემოსავლო გადასახადს აწესებს. ინფორმაციას forbes.ru ავრცელებს.

ქვეყნის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით, 9%-იანი განაკვეთი 2023 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება. ცვლილება არ შეეხება თავისუფალ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებს და ასევე უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც ქვეყანაში ბიზნესს არ ეწევიან, ხოლო მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად, 375 000 დირჰემამდე (დაახლოებით 102 000 აშშ დოლარი) მოგების მქონე კომპანიებისთვის გადასახადის განაკვეთი ნული დარჩება.

გადასახადებისგან გათავისუფლდებიან აგრეთვე ის კომპანიები, რომლებიც ბუნებრივი რესურსების მოპოვებით არიან დაკავებული, რადგან ისინი საამიროების დონეზე ისედაც უკვე იბეგრებიან.

9%-იან გადასახადზე გადასვლა ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლების დივერსიფიკაციის მცდელობებს ასახავს.