24.სექტემბერი .2020 20:20

არაბთა გაერთიანებული საამიროები ტურისტული ვიზების გაცემას ანახლებს

views 368
უკან

არაბთა გაერთიანებული საამიროები ტურისტული კატეგორიის ვიზების გაცემას ანახლებს, მაგრამ სამუშაო ვიზების გაცემა ამ ეტაპზე ისევ შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ პრესაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ტურისტული კატეგორიის ვიზების გაცემის განახელება დაწესებული აკრძალვების შემსუბუქების ნაწილია და სახელმწიფო ცდილობს მხარი დაუჭიროს ტურიზმის და ეკონომიკის აღგენას“, - აღნიშნულია არაბთა გაერთიანებული საამიროების პირადობისა და მოქალაქეობის ფედერალური ორგანოს ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საამიროებმა ვიზების გაცემა მარტში შეწყვიტა. თუმცა, ეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს არ შეხებია. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საამიროებში კორონავირუსით ინფიცირების 88 532 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 407 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 77 937 ადამიანი.